კაშიას მხარდასაჭერად, ქართველი ჰომოფობების წინააღმდეგ - ვინ წამლავს ფეხბურთელს

საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და ნიდერლანდების კლუბ "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია ლგბტ დროშის სამკლაურით გამოსვლის გამო, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

კაშიას ფეისბუქის გვერდზე თუ სხვადასხვა ჯგუფებში, ფებურთელისადმი არაერთი მკვეთრად უარყოფითი კომენტარი დაიწერა. რადიკალურმა ნაწილმა კაშიას ნაკრებიდან მოკვეთა  ისურვა. 

"პირველი ნიუსი- საქართველოს" დაკვირვებით, ქართველი ჰომოფობების უმრავლესობა, ორკესტრირებულად წამლავს ფეხბურთელს. აღსანიშნავია, რომ აქტიურობს ულტრანაცისტური დაჯგუფებები. ასევე ნაცისტური ჯგუფები "ფეისბუქში". განსაკუთრებით აქტიობას ავლენს, ცნობილი ჰომოფობის გურამ ფალავანდიშვილის დაჯგუფება.

ულტრანაცისტური და ჰომოფობიური დაჯგუფებების მიღმა, იმის გურამ კაშიას მხარდასაჭერი სიტყვებიც. განსაკუთრებით ლგბტ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც კაშიას ნაბიჯს გაბედულს და თამამს უწოდებენ. 

განზე არ დარჩნენ არც ცნობილი ფეხბურთელები, თბილისის მერის კახი კალაძის შემდეგ გურამ კაშიას მხარი დაუჭირა,  საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და პოლონური პლოცკის ''ვისლას'' შემტევმა გიორგი მერებაშვილმა.

""ვინც კაშია გააკრიტიკა, მას არ ესმის, რომ სამკლავურის გაკეთება პროპაგანდა არაა. აგრესია დასაგმობია ნებისმიერი სქესის, რასისა თუ ორიენტაციის მქონე ადამიანის მიმართ. კაშიას პოზიციას სრულიად ვიზიარებ.'' - განუცხადა სპორტულ გამოცამა "სპორტ აჭარას" http://sport.adjara.com/items/2079487 - მერაბიშვილმა. 

კაშიას მხარდაჭერის მიზნით, ლევან კობიაშვილმა, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა სოლიდარობის ნიშნად Instagram-ის გვერდებზე გურამ კაშიას ფოტოები გამოაქვეყნეს.

ეროვნული ნაკრების წევრმა ფეხხბურთელმა ჯიმი ტაბიძემ Adjarasport-თან საუბარში აღნიშნა, რომ იგი გმობს ძალადობას, რომელიც ლგბტ თემის მიმართ მსოფლიოში ხორციელდება.
ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრის გიორგი არაბიძის თქმით, დაუშვებელია ადამინები ერთმანეთისგან განასხვავო.

""მსგავსი ჟესტები მნიშვნელოვანია ფეხბურთის მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის დასაფიქრებლად და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოში, სადაც ჰომოფობიური განწყობები განსაკუთრებით მძლავრია" - წერია "თანასწორობის მოძრაობის" განცხადებაში.

გურამ კაშიას ორკესტრირებულ და მიზანმიმართულ დათრგუნვას და მოწამვლას ულტრანაცისტური ჯგუფები კვლავ აგრძელებენ. თუმცა ფეხბურთელის გამძლეობაზე უნდა ითქვას, რომ ქართველ ნაცისტ ჰომოფობებს ყურადღებას არ აქცევს და მეტიც, იგი ამბობს რომ არ ნანობს lgbt ადამიანების მხარდამჭერი სამკლაურის გაკეთებას.

"პირველი ნიუსი - საქართველო"