“უხამსი და მანკიერი ქმედების გამო მიესაჯოს კატორღა” რატომ არ უნდა ვიყოთ ჰომოფობები

ნანუკა თევზაძე

რამდენიმე დღის წინ საზოგადოების წინაშე საპრეზენტაციო თემით „რატომ არ უნდა ვიყოთ ჰომოფობები“ წარვსდექი, ვფიქრობდი, რომ ამ თემას ფეისბუქზე არ დავდებდი, მაგრამ გუშინდელი გადაცემა, „ნანუკას შოუს“ ყურების შემდეგ, სოციალურ ქსელში წმოსულმა აგრესიამ გადამაწყვეტინა აზრი შემეცვალს და ჩემი საპრეზენტაციო თემა გამესაჯაროებინა.

ეძღვნება ყველა, ჰომოფობს, ყველა იმ ადამიანს , ვინც სიყვარულისგანაა დაცლილი, ვინც არ არის გახსნილი ახლისთვის, ვინც სტერეოტიპებისა და სტიგმისგან არ არის თავისუფალი, ვინც განიკითხავს და უბრალოდ ვინც საკუთარ მანკიერებაზე მეტად, სხვისი ცხოვრებით ინტერესდება.

ცოტა ხნით დროში ვიმოგზაუროთ და ის ადამიანები გავიცნოთ, ვინც ერთი შეხედვით მთელი მსოფლიოსთვის საყვარელი და ცნობილია, ამდროს სწორედ ადამიანთა უგულობისა და შეუწყნარებლობის მსხვერპლნი გახდნენ.

უხამსი და მანკიერი ქმედების გამო მიესაჯოს კატორღა და გადაყვანილ იქნას რედინგის ციხეში. ეს ის განაჩენია , რომელიც ოსკარ უაილდს ინგლისის სასამართლომ გამოუტანა და 1895 წლის 15 ნოემბერრსი დიდი ბრიტანეტის თვალსაჩინო წარმომადგენელი, უდიდესი დრამატურგი, პოეტი და მწერალი, მეამბოხე სულისა და თავისუფალი აზრის დამცველი, ოსკარ უაილდი რედინგის ციხეში გაამწესა. „რამდენიმე საათის მანძილზე ბრბოს ხარხარი, აბუჩად აგდება, დაცინვა, ტალახის სროლა არ წყდებოდა და როდესაც გაიგეს თუ ვინ ვიყავი ხორხოცი და სიცილი კიდევ უფრო გაძლიერდა. ციხეში ერთი წლის მანძილხე ხელებს ვიმტვრევდი და ვტიროდი, განვიცდიდი სირცხვილს,რომელითაც საზოგადოებამ დამაჯილდოვა, შემდეგ მივხვდი თუ ეს რამხელა საჩუქარი იყო და შემეცოდა ბრბო, რომელიც შეუბრალებლად მესვროდა ტალახს“ იხსენებს ოსკარ უაილდი თავის წერილში „პრო დომესუა“ (სიღრმიდან)

უაილდის მახვილგონიერება, ორატორობა, მისტიური თუ თამამი აზრი ელვის სისწრაფით მკვიდრედებოდა მაღალ საზოგადოებაში. ის იყო დენდი მაღალი მოდის შემქმნელი და სილამაზის მოტრფიალე, რომელიც მიილტვოდა მწვერვალებისკენ, ეძებდა ახალ სიამოვნებებს და ეს ყველაფერი ერთდროულად, საზოგადოების აზრით, სიგიჟეც იყო და ავადმყოფობაც.

ოსკარ უაილდი ჰომოსექსუალობის ბრალდებით გაასამართლეს, ჩვენებებს პოლიციის შანტაჟის ქვეშ მყოფი პირები აძლევდნენ, იყო იძულებითი ჩვენებებიც, რომელიც უდიდესი პიროვნების განადგურებას ემასახურებოდა. მოსამართლის მიერ გამოტანილ ორწლიანი კატორღის განაჩენს , მოყვა ვიწრო, ბინძური და სუნიანი საკანი, რასაც ეკლესიის მსახურების შუწყალებელი გაკიცხვაც ერთვოდა და უაილდის ქმედებას მიუტევებელ ცოდვად მიიჩნევდა. ანადგურებდნენ არა მხოლოდ სულიერად არამედ ფიზიკურადაც, მას ართმევდნენ ქონებას, შემოსავლის წყაროს და გადარჩენის ყოველგვარ საშუალებას უსპობენ.

ოსკარ უაილდი თავისი ნაწარმოებებით, კერძოდ კი თავისის ზღაპრებით ინგლისის მაღალ საზოგადოებას , ღირსებად წოდებულ, უღირსობას ახსენებს, ფარდას ხდის არისტოკრატიის მანკიერ მხარეს ––– „განა სიხარულს ის უნდა ეცვას, რაც ტანჯვამ შექმნა?, განა სიმდიდრე და სიღარიბე ძმები არიან? დიახ , ოღონდ მდიდარ ძმას კაენი ჰქვია“. ( ახალგაზრდა მეფე)

უაილდუ ილაშქრებს მჩაგვრელების წინააღმდეგ და ამას საკუთარ ნაწარმოებებში სიყვარულისა და სიკეთის სახით აცოცხლებს. დიდებულები მაწანწალებსა და მათხოვრებს მსახურებენ: ––– „და როდესაც ყოველგვარი მანუგეშებელი სიტყვები არაფრისმთქმელი იყო, როდესაც დიდებული, მათხოვარს ფეხებს ბანდა, კეთრით დაავადებულებს ლოყაზე ეამბორებოდნენ, ბაგეებზე ვიგრძენი სიყვარულის ძალა, შემებრალნენ ადამიანები და უდაბნო ვარდებით მოვრთე. ამ ყველაფერმა განკიცხულის მიერ განცდილი მარტოობისგან მიხსნა. მე გამოვიარე ყველა განსაცდელი თუკი რამე შეიძლება მოიაზროს ადამიანმა და ჩემში სიმშვიდემ დაისადგურა, რომელიც საკუთარ თავში თავად ვპოვე, როდესაც საკუთარ სულს შევეხე, ვიქეცი ბავშვად და მივხვდი თუ რას ნიშნავდა, ქრისტეს სიტყვები_ იყავით როგორც ბავშვები და მე გავბედნიერდი“ ოსკარ უაილდი „სიღრმიდან“.

19 საუკუნის ინგლილის სასამართლომ უღირსი ქმედებისთვის გაასამართლა ოსკარ უაილდი, ბრიტანეთის მაღალმა თუ დაბალმა საზოგადოებამ კი მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და საკუთარი უმეცრების გამო სიძულვილის მსხვერპლად აქციეს.

ერთი საუკუნის შემდეგ მსოფლიომ საოცარი ნიჭის მქონე მუსიკოსი, მსახიობი,მომღერალი და დიზაინერი გაიცნო ეს ფრედი მერკური იყო. ერთიშეხედვით ყველასთვის საყვარელი მომღრალი არც ჰომოფობიის მსხვერპლი იყო და არც საზოგადოების დევნის ობიექტი,მაგრამ ეს ერთი შეხედვით, რადგან ხალხს მის პიროვნულ ღირსებზე,მუსიკალურ სასცენო მოღვაწეობაზე მეტად მისი ბოჰემური ცხოვრება, სექსუალური ურთიერთობები და გარყვნილი ქმედებები აინტერესებდათ.

“ერთერთი სიმღერის ჩაწერის წინ მე და ფრედი მთელი ღამე ოთახში ვიყავით და ვმღეროდით, ისე დაგვათენდა ვერცკი ვიგრძენით, დაღლილებმა დასვენება გადავწყვიტეთ და გარეთგამოსვლა,რომ დავაპირეთ კართან უამრავი ხალხი გველოდა და ყველას თვალებში ერთი რამ იკითხებოდა––რას ვაკეთებდით მთელი ღამე ერთად ერთ ოთახში, ხომ არ ვიყავით სექსით დაკავებულები და მეც ხომ არ აღმოვჩდი გარყვნილების მორევში, რომელშიც საზოგადოების აზრით ფრედი მერკური იყო ჩაფლული“ იხენებს საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე.

ფრედი მერკური აივ–იმფექციით იყო დაავადებული და ამ დაავადებისგამომწვევად მისი სექსუალური ორიენტაცია სახელდებოდა მსოფლიოს ყურადღების ქვეშ ისევ მისი პირადი ცხოვრება მოექცა, მისი ჩაცმის სტილი და ის თამამი შოუები რასაც ის ხალხს სთავაზობდა „ „რატომ მაცვია ქალის ტანისამოსი, რატომ გამოვდივარ სცენაზე ქუსლებით, ეს ხომ არანორმალურია და მიუღბელი, პასუხი ერთია სცენაზე მე ვდგამ წარმოდგენას სადაც მე სხვადასხვა ადამიანად გარდავისახები“ –– ფრედი მერკური. „შოუ უნდა გაგრძელდეს“ ეს, ფრედი მერკურის სავიზიტო ბარათად ქცეული კომპოზიციაა და მართლაც წლების წინ დაწყებული შოუნ დღსაც გრძელდება.

წარმოდგენა გრძელდება და მას პედრო ალმოდოვარი აგრძელებს. საოცარი ფერებითა და ადამიანური დრემებით. ალმოდოვარის გმირები დღეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდებიან, მაგრამ ჩვენ მათთან შეხვედრის გვეშინია, ან არ გვეამაყება ჩვენს სამეგობროში მათი გამოჩენა. არადა რა კარგად ამხელს პედრო ალმოდოვარი დღვანდელი ეკლესიის მანკიერებას ფილმით „ ცუდი აღზრდა“ ბიჭების პანსეონის მფლობელი და ეკლესიის წინამძღვარი უწყინარი და ღვთისმოშიში მღვდელი უმოწყალოდ ძალადობს რჩეულ მოსწავლეებძე , მისთვის სიყვარული არაფერს წარმოადგენს და ცხოვრებას უნგრევს მოზარდებს. ქართულ საზოადოებაიც ხომ არ გვეგულებიან მოძალადე მამები ან სასულიერო პირები ძალადობა ყველგან ძალადობაა და სიძულვილს ბადებს.

„ბნელი ვნებანის“ გმირები, რომლებიც ყოფილი მკვლელები,ნარკომანები,მეძავები და თაღლითბი არიან , რომელთაც თავშესაფარი არა მჩაგვრელებისთვის, არამედ ჩაგრულებისთვის , დევნილებისთვის და ცოდვილებისთვის შექმნეს და იღუმენიების ტანისამოსში გამოწყობილები დახმარებას ეკლესიის მსახურთაგან განსხვავებით, ადამიანებს დახმარებას განკითხვის გარეშე უწევენ.

ადამიანს ერთი თვისება აქვს სხვა ადამიანში უარყოფითს იოლად ხედავს და დადებითს დანახვა თუ არ უნდა ვერასოდეს შეამჩნევს. ალმოდოვარის ფილმიდან „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ „ლოლა“ ვინ იყო? ასიდან 99 ერთსა და იმავეს გიპასუხებთ, რომ ის იყო გარყვნილი,ამორალური, ანგარებიანი და ბოროტი ადამიანი და ვერავინ დაინახავს მის სევდას, როდესაც მას საკუთარი შვილი ხელში უჭირავს და საზოგადოების დიდი ნაწილი თავს აარიდებს იმის აღიარებას, რომ ლოლასაც შეულია სიყვარული და ვიდრე განვიკითხავთ დავფიქრდეთ, იქნებ ყველა ჩვენთაგანში ცხოვრობს, ლოლა, მანუელა, სიხარული, ესტებანი და შევძლოთ მათი შეყვარება, როგორც პედრო ალმოდოვრმა შეიყვარა თავისი ფილმის გმირები.