Ria: თბილისში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა რუსი ტურისტების ავტომობილი დააზიანეს

გუშინ, მთაწმინდაზე რუს ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა რუს ტურისტებს ავტომობილი დაუზიანეს, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტურისტების თქმით, მათ ავტომობილს ფანჯრები ჩაუმსხვრიეს.

როგორც მედია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ორივე მხარე გამოკითხვაზე იყო დაბარებული.

"საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე ჩატარდა ექსპერტიზაა. თუმცა მოქალაქეები, ვისი ავტომობილიც დაზიანდა, განაცხადეს, რომ საქართველოს ტერიტორიას დღეს ტოვებენ", - წერს Ria უწყებაზე დაყრდნობით.

ამასთან, უწყებაში განმარტეს, რომ "ტურისტებბის თქმით, მომხდარი მათთვის განსაკუთრებულ ფინანსურ ზიანს არ წარმოადგენს, თუმცა ამის მიუხედავად საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება".