მორიგი ტყუილი ჰომოფობიური და ქსენოფობიური ინტერნეტ გამოცემისგან

ჰომოფობიური და ქსენოფობიური ინტერნეტგამოცემა http://npa.ge მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, იტალიაში, სახელმწიფო ადმინისტრაციამ ერთი სქესის მქონე პირთა ქორწინების ლეგალიზაცია გააუქმა. აღსანიშნავია, რომ გამოცემა არ აკონკრეტებს, რომელმა ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება. 

ქვეყნის წამყვანი საინფორმაციო საშუალებები "რაინიუსი" http://www.rainews.it/ ასევე "ლოკალი" https://www.thelocal.it/ აღნიშნული ინფორმაციის შესახებ არაფერს წერენ, მეტიც ბოლო ორი კვირაა პარლამენტი არც შეკრებილა და სესია არ გაუმართავს. არაფერს წერენ მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებები.

საქმე იმაში გახლავთ, რომ 2014 წელს, რომში მართლაც დაფიქსირდა ერთი და იმავე სქესის ადამიანების სამოქალაქო პარტიორობის გაფორმებისას ხელის შეშლა. იმის გამო რომ წყვილის რეგისტრაცია არ მოხდა, მათ უზენაეს სასამართლოს მიმართეს და საქმე მოიგეს. 2016 წლის 26 თებერვალს კი იტალიის სენატმა, 173 ხმით, 71 წინააღმდეგ "ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სამოქალაქო კავშირების ლეგალიზების შესახებ" კანონს მხარი დაუჭირა. პრემიერ მინისტრმა მათეუ რენზიმ კანონს ისტორიულიც უწოდა.

გამოცემა "NPA"  ხშირად ავრცელებს ჰომოფობიურ და სიძულვილის შემცველ მოწოდებებს თუ ამბებს, რომელთა უმრავლესობაც ან გამოგონილია, ან არასანდრო რუსულ საინფორმაციო წყაროდან მოპოვებული და ნათარგმნი. მაგალიტად გამოცემამ დაწერა, რომ ბრიტანელი პედაგოგების ნაწილი სკოლებში ლგბტ საკითხების 2 კლასიდან სწავლებას ითხოვენ, რაც არცერთ მსოფლიო და ბრიტანულ მედია საშუალებას არ უწერია, მაგრამ უწერია, რუსულ გამოცემას.

 ზოგადად სიძულვილის ენას NPA - ში დიდი ადგილი უკავია, მაგალითი:  http://npa.ge/search?q=%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%91%E1%83%A2 . უმრავლესობა ამ ამბებიდან უბრალოდ ან არ მომხდარ,ა ან ნათარგმია რუსული წყაროებიდან .

npa.ge - ს დომენი დარეგისტრირებულია, ვინმე გიორგი დონდუაზე ხოლო თავად გამოცემას, თათია მურაჩაშვილი ხელმძღვანელობს, უმრავლეს სტატებზე სწორედ მისი სახელი და გვარი წერია. "ფეისბუქის" პირად გვერდზე არაერთხელ შეხვდებით  სხვადასხვა უმცირესობის ჯგუფებზე,



სიძულვილის შემცველ განცხადებებს.