„ოთო-მოტორსი“ კომპანია რომელიც მოვალეობას არ ასრულებს და მომხმარებელს ატყუებს

„ოთო მოტორსი“  არის კომპანია, რომელსაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სადაზღვეო კომპანია „ალდაგთან“ .  ამ უკანასკნელთან  ავტოდაზღვეულებს სწორედ „ოთო-მოტორსი“ ემსახურება.

როგორც „ექსპრესნიუსის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი მანაგაძე ამბობს,  ავტოსაზგაო შემთხვევის შემდეგ  „ალდაგმა“ თანხა 1200 ლარის ოდენობით ჩაურიცხა კომპანია „ოთო-მოტორსს“ აქედან კი ნამდვილი თავგადასავალი იწყება.

„ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, სადაზღვეო კომპანია „ალდაგმა“ „ოთო მოტორსს“  შეფასების შესაბამისად 1200 ლარი ჩაურიცხა.  უმალვე დავუკავშირდი შემკეთებლებს და მათმა წარმომადგენელმა მითხრა, რომ დაიწყო  ნაწილების მოძიების პროცესი.  გავიდა 10 დღე ვუკავშირდები ისევ „ოთო-მოტორსს“ სადაც მეუბნებიან, რომ ისევ ნაწილების მოძიება მიმდინარეობს.  ამასობაში კომპანია „მაზდას“ წარმომადგენლობაში ვიკითხე  (რადგან ჩემი მანქანაც „მაზადას“ მარკისაა) რამდენი ხანი დაჭირდებოდა, იაპონიიდან ნაწილის გამოწერას და ჩამოტანას, მათ მითხრეს რომ ყველაზე დიდი ორი კვირა. გავიდა 15 დღე, ვურეკავ „ოთო-მოტორსის“ მენეჯერს, ვინმე გიორგის, რომელიც ტრადიციულად მპასუხობს რომ თავად დამიკავშირდებიან. გავიდა 20 დღე, ისევ არაფერი, ამასობაში ჩემი ავტომობილი დგას! - გავიდა 30 დღე,  ვურეკავ კომპანია „ალდაგის“ წარმომადგენელს, რომელიც მხარს იჩეჩავს და ამბობს, რომ არაფერი იცის, ისევ ვრეკავ „ოთო მოტორსში“ ამჯერად არავინ არ მპასუხობს, მენეჯერმა გიორგიმ კი როგორც ჩანს ჩემი ნომერი დაბლოკა. ერთი თვის შემდეგ დამირეკეს და თქვეს რომ ნაწილები მოიძიეს, მივიყვანე მანქანა და მეუბნებიან, თქვენ უნდა გადაიხადოთ ფრანშიზა 100 დოლარის ეკვივალენტი ლარებშიო, შოკი მაქვს რატომ რისთვის? - უკან წამოვიყვანე მანქანა“ - ამბობს ირაკლი მანაგაძე.

 ფრანშიზის ხელშეკრულება ადამიანს აძლევს უფლებას კომპანიის ბრენდის სახელით ლეგალურად აწარმოოთ ბიზნესი, გამოიყენოთ კომპანიის ლოგოტიპი და ბრენდის მოდელი და რაც მთავარია ისარგებლოთკომპანიის ბიზნეს მოდელით და ყველა იმ პროგრამებით, ახალ ტექნოლოგიებით, რომელსაც ფლობს კომპანია თავისი ფრანჩაიზერებისთვის. რა შუაშია ავტოშეკეთება  ფრანშიზასთან კომპანიაში ვერ განმარტავენ.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, „ოთო-მოტორსმა“ მეორადი ნაწილები ე.წ დაშლილებიდან შეიძინა, არაფერი გამოუწერია იაპონიიდან და ახალი ნაწილების მოძიებაზე არც შეწუხებულა.

მანაგაძე ამბობს, რომ საუბარი მხოლოდ ფარზე და ე.წ კაპოტზე იყო „ერთი თვე ამ თავხედ კომპანიასთან  ურთიერთობა ნერვების და ენერგიის ხარჯად დამიჯდა  და ბოლოს თანხაც მომთხოვეს რაში დღემდე არ ვიცი. “

ბოლოს კომპანია „ოთო მოტორსმა“ მეორადი ფარის და კაპოტის დაყენებაში 8 დღე მოითხოვა. კომპანიის წარმომადგენლები კი კლიენტს არც დაელაპარაკენენ, უთრეს რომ

კომპანია ”ოტო მოტორსის“ ობიექტი აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე მდებარეობს. იგი საქართველოში 2009 წლიდანაა წარმოდგენილი. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ავტო საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენს. ამასთან, 2016 წლიდან კომპანიამ მომხმარებელს ავტოსერვისიც შესთავაზა.