როგორ აყალბებს მოვლენებს ფეისბუქში "ქართული მარში" - სიძულვილის ტირაჟირებისთვის

Facebook-გვერდი „წინააღმდეგობა“ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ ლგბტ ადამიანების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მსვლელობას გამართავენ და დღეს გურამ კაშიას საგულშემატკივროდ ქუთაისში საქართველო-ბელარუსის ამხანაგურ თამაშს ორგანიზებულად დაესწრებიან.

ჰომოფობიურ განცხადებაში წერია, რომ „ქართული მარში“ დღეს 17:00 საათიდან დაიწყებს მობილიზებას. 

"სხვადასხვა ქალაქებიდან მოემართებიან ეროვნული სულისკევეთების ახალგაზრდები (თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, გორი, საჩხერე, ხაშური, რუსთავი და ა.შ) !!! 
ხვალ 17:00 საათიდან დაიწყება მობილიზება ნაციონალისტების და ულტრასების სტადიონთან" - წერია ულტრა ნაციონალისტურ გვერდზე.

ლგბტ საქართველო არის ყალბი გვერდი რომელიც ულტრანაციონალისტურ გვერდებს აქვთ შექმნილი. 

"როგორ აწყობენ პროვოკაციებს ნაძირლები. მომდევნო თამაში ნაკრებს ქუთაისში აქვს და ქართული მარში სხვა ნეონაცისტებთან ერთად ჩადიან. იმისათვის რომ ხალხი გაამწარონ, თავიანთ ჩასვლას ბრძოლის იერი მისცენ და საკუთრი ბედკრულ მიმდევრები მოქოქონ შექმნეს ფეიქ გვერდი "ლგბტ საქართველო" . აქ იდება პოსტები რომ თითქოსდა 50 რჩეული გეი იკრიბება ტორპედოს სტადიონზე. ასე ხოდავენ ხალხს. და ამათ არ აქვთ კავშირი რუსეთთან ისემც წყეული იყავით აწ და მარადის! მინი მაიდანის პრაიდის ცხელება აქვთ, თუ გახსოვთ კგბემ იქაც გაათამაშა სცენარი, 30 მოსკოვიდან ჩაყვანილუ მსახიობი აპირებდა ხრეშიატიკზე გამოჩენას, მერე უნდოდათ ეყვირათ ეს პიდარასტები გემხრობიანო. მედიამ უნდა დაწეროს ამაზე!" -წერს ბექა გაბადაძე ლგბტ აქტივისტი.

"ჯერ ბრეგაძემ მოთხარა 31 ოქტომბერს, რომ მე ფეხბურთის ფედერაციასთან ვაპირებდი იმ მარშელების წინააღმდეგ 500 გეის გაყვანას და პროვოკაციას, ახლა კი აანონსებენ რომ თითქოს დღევანდელ ფეხბურთის მატჩზე აპირებენ ლგბტ ადამიანები მობილიზებულად მისვლას. ისეთი სითავხედე გამოიჩინეს, რომ ყალბი სქრინებიც გააკეთეს, რომ უფრო დამაჯერებელი ტყუილი გამოსვლოდათ.
ასეთი პროვოკაციების მიზანი უფრო მეტი ადამიანის მობილიზებაა და მეტი არაფერი!
უსაქმური პროვოკატორების ბინძური კამპანიის გაგრძელებაა ეს! გამოდგებიან ახლა და ატეხავენ ყიჟინას - არა გეი პროპაგანდასო. არადა ამ ისტერიკებს თვითონ ტეხავენ და საზოგადოება ასეთი სულელი როგორ ჰგონიათ, რომ თითქოს ვერავინ ვერაფერს ამჩნევს?" - წერს "თემიდას" დირექტორი კობა ბიწაძე.