ბილ გეიტსმა ალცჰაიმერის კვლევებისთვის 100 მილიონი დოლარი გამოყო

Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა ალცჰაიმერის დაავადების შესასწავლად 100 მილიონი დოლარი გამოყო, - ამის შესახებ The Independent იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თანხის ნახევარი უახლოეს პერიოდში Dementia Discovery-ის ფონდში გადაირიცხება, რომელიც ტვინის პათოლოგიების კვლევებს აფინანსებს, ხოლო მეორე ნახევარი სპეციალისტებს ჩაერიცხებათ, რათა ამ სფეროშ მუშაობა შეძლონ. 

როგორც გეიტსმა აღნიშნა, მან წლები დაუთმო ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლის მეთოდების შესწავლას.

"რაც გავიგე სპეციალისტებისგან არის ის, რომ ჩვენ დაავადების განვითარება შეგვიძლია შევცვალოთ. ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, რომ ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ეს მათი მდგომარეობის პირობებში ადრე იყო შესაძლებელი. მოხარული ვარ, რომ ამ ბრძოლას შევუერთდი", - განაცხადა ფილანტროპმა.