ესპანური მედია: კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის „რეალს“ ტოვებს

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ კლუბის დატოვება 2017-2018 წლის სეზონის დასრულებამდე გადაწყვიტა, - ამის შესახებ El Chiringuito იუწყება.

მედია საშუალების ინფომრაციით, თავდამსხმელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს უკვე განუცხადა. ამასთან, პერესს პორტუგალიელის გაშვება ზაფხულამდე არ სურს. კერძოდ, რონალდუს კლუბის დატოვება 30 ივნისამდე სურს.

მედიის ცნობით, ფეხბურთელი კლუბის ხელმძღვანელის მხრიდან მის მიმართ დამოკიდებულება არ მოსწონს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ "რეალში" 2009 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება.