ნიკა გვარამია: მიშა ვერ ჩამოვა და ვერ იგლოვებს გამზრდელ ბებიას

„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის ბებიის გარდაცვალების ფაქტს  სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა. მან  გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და გამოთქვა მწუხარება, რომ მიხეილ სააკაშვილი  საქართველოში ვერ ჩამოვა:

„მზია ბებიას გარდაცვალება ძალიან მეწყინა და ვიზიარებ ყველა ჭირისუფლის ტკივილს. განსაკუთრებით, მისი გაზრდილი მიშას, რომელიც ვერ ჩამოვა და ვერ იგლოვებს გამზრდელ ბებიას, მარტო იმიტომ, რომ ივანიშვილს ასე უნდა“,-წერს ნიკა გვარამია.