ლეონარდო და ვინჩის ნახატი Christie-ს აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ლეონარდო და ვინჩის ნახატი "მსოფლიოს გადამრჩენი" Christie's-ის აუქციონზე, რეკორდულ ფასად, 450 მილიონ დოლარად გაიყიდა, - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული თანხა არის ყველაზე დიდი, რომელიც ოდესმე აუქციონზე დახარჯულა. 

მედიის ცნობით, ნახატის პირველადი ღირებულება 100 მილიონი დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ ნახატის შეძენა 5 პოტენციურ მყიდველს სურდა, თუმცა როდესაც საფასურმა 200 მილიონს გადააჭარბა, მისი ყიდვის მსურველი მხოლოდ 2 დარჩა.

ცნობისთის, მანამდე ყველაზე ძვირადღირებულ ნახატად, რომელიც აუქციონზე გაიყიდა პაბლო პიკასოს "ალჟირელი ქალები" იყო, რომელიც ყატარის პრემიერ მინისტრმა ჰამად ბენ ჯასემ ტანიმ 200 მილიონ დოლარად შეიძინა.