აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის სარაკეტო კომპლექსის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების Javelin-ის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახე ინფორმაციას ამერიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტო ავრცელებს.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკის ღირებულება 75 მილიონ დოლარს აღწევს. 

“საქართველოს მთავრობამ მოითხოვა ანტისარაკეტო კომპლექს Javelin-ის 410 რაკეტის, 72 სამიზნე-გამშვები ბლოკის, 10 სასწავლო კომპლექსისა და 70 ჭურვის შეძენა. ამერიკის მთავრობა მზადაა, საქართველოში ტექნიკის ტრანსპორტირება და მისი მომსახურება უზრუნველყოს. საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების ხარჯზე იარაღის ეს მიწოდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას გააძლიერებს. შეიარაღების გაყიდვა რეგიონში არსებულ ძალების სამხედრო ბალანსს არ შეცვლის“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

გარდა ამისა, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იარაღის მიწოდების შესახებ გარიგება დასრულებული არ არის და მისი გადახედვა კონგრესს შეუძლია.