სული მეწვის- გარდაცვლილი სპეცრაზმელის მეუღლე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

სპეცოპერაციის დროს დაღუპული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელის ვანო  გოლოშვილის მეუღლე სოციალურ ქსელში ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს:

„ჩემი ქმარი გმირი იყო, მან თავისი სამშობლოსათვის თავი შესწირა, თავისი ხალხისთვის თავი შესწირა, მისი საყვარელი ცოლ -შვილი ობლად დაგვტოვა, მე სული მეწვის, საუკეთესო მეუღლე და მამა იყო, ის ყოველთვის ჩემთან იქნება, ისე გავაგრძელებ ცხოვრებას,როგორც მას უნდოდა, ის უკვე სასუფეველშია,მე კი აქ ჯოჯოხეთში, მისი შვილები მაძლიერებენ, მე მისი იმედი მაქვს, სასუფევლიდანაც მიხედავს თავის შვილებს...მადლობა ყველას თანაგძნობისთვის“,-წერს გარდაცვლილი სპეცრაზმელის მეუღლე.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული  სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 2 . ამასთანავე, დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.