ინციდენტი მეტროსადგურ „დიდუბეში“ -მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა

თბილისის მეტროპოლიტენის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ „დიდუბეს“ ლიანდაგში ჩავარდა  ცოცხალია და გადარჩა.  

მათივე ინფორმაციით,  დაშავებული მამაკაცი სხეულის დაზიანებით რკინიგზის საავადმყოფოში მოათავსეს.

 „მგზავრმა  სხეული დაზიანება მიიღო. დროულად მოხდა რეაგირება და ძაბვა მოიხსნა.  გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მგზავრო ცოცხალია, ის ამოყვანილია ლიანდაგიდან. ადგილზე სამართალდამცავებიც არიან მობილიზებული და როგორც კი კრიმინალური პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს დაასრულებს თბილისის მეტროპოლიტენი მზად არის, რომ მთლიანდ ხაზზე აღადგინოს მოძრაობა. ამ ეტაპზე ვარკეთილიდან სადგურის მიმართულებით ვემსახურებით მგზავრებს“,-აცხადებენ თბილისის მეტროპოლიტენში.