ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლე, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, გარდაიცვალა.

დაშავებულს ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, გუშინ, ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს 2 მოსწავლე დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.