აღმოსავლეთ იერუსალიმში, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, შეტაკებები დაიწყო

აღმოსავლეთ იერუსალიმის რიგ ქალაქებში ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ ექსტრემისტებს შორის შეტაკებები დაიწყო, - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ისრაელის სამართალდამცველებმა პალესტინელების საპროტესტო აქციაზე  ცრემლსადენი გაზი, ტყვიები და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ შეტაკებები იერუსალიმშიც დაიწყო.

მედიის ცნობით, შეტაკების დროს ერთი პალესტინელი დაშავდა.

შეგახსენებთ, გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.