ბრიუსელში კატალონიელების მაშტაბური მანიფესტაცია მიმდინარეობს

ბრიუსელში კატალონიის დამოუკიდებლობისა და მისი ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის მხარდამჭერი აქცია მიმდინაროებს, - ამის შესახებ Pais-ი იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობას კატალონიის ორი ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი და არტურ მასი იღებენ.

ბელგიის დედაქალაქის ქუჩებში 45 000-მდე ადამიანია გამოსული. აქცია ლოზუნგით - "გაიღვიძე ევროპა", "დავიცვათ დემოკრატია" ტარდება.

დემონსტრანტების თქმით, ისინი კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფას უჭერენ მხარს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.