პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწინების თარიღი ცნობილია

გაერთიანებული სამეფოს ოჯახის წევრი პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი  2018 წლის 19 მაისს დაქორწინდებიან. ინფორმაციას  კენსინგტონის სასახლე ავრცელებს.

წყვილი ჯვარს სასახლეში მდებარე ეკლესიაში დაიწერს.  მედიის ცნობით, ქორწილის ხარჯებს მთლიანად სამეფო ოჯახი დაფარავს.

მეგანმა და პრინცმა ჰარიმ ერთმანეთი გასულ წელს გაიცნეს.  საზოგადოების წინაშე კი პირველად სექტემბერში გამოჩნდნენ. მათ ნიშნობა დეკემბრის დასაწყისში ჰქონდათ.