ბრიტანეთში, ერთ-ერთ სახლში კამერებმა „მოჩვენება“ დააფიქსირეს

დიდი ბრიტანეტში, კენტის საგრაფოში მდებარე სახლში კამერება მოჩვენება დააფიქსირეს, - ამის ამსახველი ვიდეო Youtube-ში გავრცელდა. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

ვიდეოში ჩანს, რომ ოთახს ნახევრად გამჭვირვალე დაუდგენელი ობიექტი ორჯერ კვეთს.

სახლის მფლობელის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კამერებმა "მოჩვენება" დააფიქსირეს, სახლში სხვადასხვა იდუმალი ინციდენტი მოხდა. კერძოდ, მისივე თქმით, ნივთები თავისით ვარდებოდა.

ცნობისთვის, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანეთში მდებარე სახლში "მოჩვენება" დააფიქსირეს. 

ვიდეო