საახალწლო საჩუქარი ბერიძეების ოჯახს

ახალი წელი შუახევში, ლომანაურში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ხასან ბერიძის ოჯახისთვის, რამდენიმე დღით ადრე დადგა.

მრავალწევრიან ოჯახს შუახევის ახალმა მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის სახელით საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა.

სოციალურად დაუცველ ოჯახში მარტოხელა მამა, ხასან ბერიძე, 18 წლამდე ასაკის 4 შვილს ზრდის. უფროსი ინდირა გოგინიაურის საჯარო სკოლის 12 კლასის მოსწავლეა, ტყუპები ანა და აჩიკო ლომანაურის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეები არიან, უმცროსი ლანა ამავე სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეა.

მათ საშობაო ტკბილეულიც მიიღეს. ბერიძეების ოჯახმა მადლიერება გამოხატეს ყურადღებისთვის და თანადგომისთვის.

ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად ბერიძეების ოჯახს დღვანის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი იმედა მუკუტაძეც სტუმრობდა.

 

(NS)