ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც არის დასაწყისი საქართველოს გარდაქმნისა სატრანზიტო ქვეყნიდან, წარმოების, ლოგისტიკის და ინდუსტრიის განვითარების ქვეყნამდე - ასე შეაფასა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

“სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხს. ანაკლიის ნავსადგურს ექნება შემდეგი უპირატესობები: სტრატეგიული მდებარეობა;  შესაძლებლობა მიიღოს დიდი ზომის გემები (მაგ. პანამაქსი);  მომსახურების მიღება „ერთი გაჩერების“ პრინციპით;  სწრაფი და მარტივი პროცედურები;

წლის ნებისმიერ პერიოდში უსაფრთხო ნაოსნობის შესაძლებლობა”,-ნათქვამია ეკონომიკის სმაინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.