სერჟ სარგსიანი დღეს საქართველოში ვიზიტს იწყებს

საქართველოს დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი მეუღლესთან ერთად ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სერჟ სარგსიანი შეხვედრებს გამართავს გიორგი მარგველაშვილთან, კათოლიკოს - პატრიარქთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

სერჟ სარქსიანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც შედგება ასევე საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების პირისპირ და დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული ფორმატისშეხვედრები. სასახლეშივე გაკეთდება ქართველი და უცხოური მედიისათვის განცხადებები.

სერჟ სარქსიანი საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.