ფრიდონ ფუტკარაძემ შუბნის ბაღზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ შუბნის საბავშვო ბაღზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

შუახევის მერიის ინფორმაციით, აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა, სადაც მოეწყო საძინებლები, სამზარეულო, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფუნქციონირების შემდეგ შუბნის ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფლის სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელი ისარგებლებს. დასაქმდედბა 10-ზე მეტი ადგილობრივი.

შენობა სრულად აღიჭურვება საჭირო ინვენტარით, საბავშვო ლიტერატურით და ტექნიკით.

ამ დროისათვის ბაღის შენობის სარდაფის გამოშენება მიმდინარეობს.

 

(NS)