შუახევის მერიის მხარდაჭერით, სათხილამურო სპორტში მუნიციპალიტეტის ღია პირველობა გაიმართა

სოფელ გომარდულში, სათხილამურო სპორტში შუახევის მუნიციპალიტეტის ღია პირველობა გაიმართა.

შეჯიბრში ადგილობრივი სასპორტო სკოლის ჯგუფები მონაწილეობდნენ.

ტურნირი შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხადაჭერითა და ა(ა)იპ შუახევის სასპორტო სკოლის ორგანიზებით სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მოეწყო.

გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ და მერის მოადგილემ რუსუდან შავაძემ გადასცეს.

 

(NS)