ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში, შუახევში „მან-სან-კანი“ გაიმართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში „შუახევის ჩემპიონატი მან-სან- კანში“ გაიმართა.

მან-სან-კანში 5 გუნდი მონაწილეობდა:

✔ შუახევის საჯარო სკოლის გუნდი;

✔ ბარათაულის საჯარო სკოლის გუნდი;

✔ ფურტიოს საჯარო სკოლის გუნდი;

✔ ნიგაზეულის საჯარო სკოლის გუნდი;

✔ გუნდი ,,არ ველოდი“.

საპრიზო ადგილი გუნდმა ,, არ ველოდი“-მ მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები ბუთურაულის და შუახევის საჯარო სკოლის გუნდებმა გადაინაწილეს.

პირველ ადგილზე გასული გუნდი თასით და სიგელით, ხოლო მეორე - მესამე ადგილზე გასული გუნდები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

(NS)