ზუგდიდის მერის დავალებით მე-15 საჯარო ბაღს აუდიტი ამოწმებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას დავალებით მე-15 საჯარო ბაღს, სადაც გუშინ ინციდენტი მოხდა, აუდიტის სამსახური შევიდა. მერის თქმით, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კანონის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა.

„ფაქტია, რომ ბავშვი ვერ შევიდა ღონისძიებაზე, რადგან კარი იყო ჩაკეტილი და 10-15 წუთის განმავლობაში გასაღები ვერ იპოვეს. ეს არ უნდა მომხდარიყო. შესაბამის სამსახურებს დავავალეთ, რომ გაირკვეს, ეს შეგნებულად მოხდა, თუ გაუგებრობა იყო“, - განაცხადა გოგიამ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მე-15 ბაღში აუტიზმის სპექტრის ბავშვები ზეიმზე არ დაუშვეს. ამის შესახებ, ერთ-ერთმა მშობელმა თეა ანჩაბაძემ  სოციალურ ქსელში  დაწერა.მისი თქმით,  ბაღში ზეიმზე მისი შვილი და სხვა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები იმ მიზეზით არ დაუშვეს,  რომ  პედაგოგების განცხადებით, მათ ქცევას ვეღარ გააკონტროლებდნენ.

ზუგდიდის მე-15 ბაღის ადმინისტრაციაში ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. 
ოქტომბერში ზუგდიდის მე– 15 საბავშვო ბაღში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ინტეგრირებული ჯგუფი გაიხსნა.