შუახევის სახელოვნებო სკოლაში საახალწლო კონცერტი გაიმართა

შუახევის სახელოვნებო სკოლაში საახალწლო  კონცერტი გაიმართა, რომელშიც სახელოვნებო სკოლისა და სკოლასთან არსებული ნენიის, ბუთურაულის, უჩამბის, ხიჭაურის ფილიალის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ხალხური სიმღერები, შეასრულეს ცნობილი   კომპოზიტორების ნაწარმოებები.

საახალწლო ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე,საქართველოს პარლამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ზოიძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ.

ხელმძღვანელმა პირებმა სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

 

(NS)