ტერაბანკის მარნეულის ფილიალი განახლდა

„ფინანსური სახლის“ კონცეფციით ტერაბანკის კიდევ 1 ფილიალი განახლდა.

 ამიერიდან მარნეულში, რუსთაველის N51ა-ში მდებარე ფილიალი მომხმარებლებს სრულიად განსხვავებულ საბანკო მომსახურებას შესთავაზებს.

„ფინანსური სახლის“ კონცეფცია გულისხმობს ფინანსური მომსახურებისთვის განსაკუთრებული სივრცის შექმნას, სადაც მომხმარებლებს დახვდებათ მყუდრო, თბილი და უშუალო გარემო.

ახალი კონცეფციის ფილიალებში მომხმარებლებს დახვდებათ 24-საათიანი ზონები, რიგების მართვის თანამედროვე ტექნოლოგოები და, რაც მთავარია, მათზე მორგებული მომსახურება და შეთავაზებები.

2017 წელს „ფინანსური სახლის“ კონცეფციით გაიხსნა 5 და განახლდა 7 ფილიალი.

 2018  წლიდან, ტერაბანკი კვლავ გეგმავს ქსელის გაფართოებას და მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებას.

(NS)