ბედნიერ ახალ 2018 წელს გაზრდილი გადასახადებით

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრის თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას დანიშვნა უკვე იგრძნო საქართველომ. გაბეტონებული და ხეების გარეშე დარჩენილი ქალქის შემდეგ ჯერი გადასახებზე მიდგა. არ ვიცი დამთხვევაა თუ არა მაგრამ ფაქტი სახეზეა.

 "სემეკის" გადაწყვეტილებით, „თელასის“ აბონენტთათვის 1 იანვრიდან ტარიფი 1.5 თეთრით გაიზრდება. რაც შეეხება რეგიონებს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის 1-ელი იანვრიდან როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული სექტორებისთვის ელექტროენერგიის ფასი კილოვატ საათზე 1,28 თეთრით იქნებ გაზრდილი. თუმცა დღე ამ სასიხარულო ამბით არ დასრულებულა, თბილისში წყლის ტარიფიც გაძვირდება. გამრიცხველიანებული აბონტებისთვის 1 მ3-ზე დაახლოებით, 6 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებლისთვის 1 სულზე დაახლოებით, 75 თეთრით იზრდება.

ნარმანიას მომავალის საქმიანობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. მათ შორის ის, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნებოდა. ჟურნალისტების კითხვაზე მაშინ დავით ნარმანიამ უპასუხა, რომ ეს სიმართლე არ არის და „ის იქნება იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას".

რომელი ჯობდა? – ჩვენ გერმანელ კოლეგებთან გაგვეფუჭებინა ურთერთობა თუ ჩვენი ხალხისთვის ერთით ნაკლები სადარდებელი აგვეცილებინა თავიდან , აღარ ვიცი. თუმცა დაქცეული ლარითა და ეკონომიკით ძლივს მოყანყალე ქვეყნისთვის და მისი მოსახლეობისთის ეს დიდი დარტყმაა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ტარიფების ზრდა დაკავშირებულია იმასთან, რომ ელექტროენერგია მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდებოდეს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თამარ! მადლობა რომ დენი და წყალი გრაფიკით არ მოგვეწოდება. თქვენი არ ვიცი და მე ნამდვილად არ მაქვს ნოსტალგია 90–იანი წლების.

ამ ყველაფრის ფონზე უფრო ტრაგიკულია საზოგადოების დუმილი, მოთმინება და შეგუება. კარს ახალი წელი მოგვადგა. ყველანი გართულები ვართ, ყიდვაში, ბოლო კაპიკებს "ოლივიეს"  სალათის მომზადებისთვის საჭირო ინგრენდიეტებში ვხარჯავთ, რომ მეგობრებს და ნათესავებს სულ ძალით ვაჭამოთ, ჩვენი მომზადებული "ნაირ-ნაირები". ახალი წელიც გაივლის, ბოლო კაპიკებიც დახარჯული გვექნება და კომუნალური გადასახადებიც მოვა.

ბედნიერ ახალ 2018 წელს გაზრდილი გადასახადებით.

მაკო ჯაბუა - პირველი ნიუსის მიმომხილველი