ფრიდონ ფუტკარაძემ წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვა

შუახევის მერიაში 2017 წლის წარმატებული, სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ერთჯერადი ფულადი ჯილდო მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ 20 წარმატებულ, სოციალურად დაუცველ სტუდენტს გადასცა და დამდები შობა ახალი- წელი მიულოცა.

ფრიდონ ფუტკარაძემ ახალგაზრდებს მომავალ საქმიანობაში თანადგომა აღუთქვა და ქვეყნის სასიკეთოდ ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბება უსურვა.

დაჯილდოების ცერემონიალს მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

(NS)