პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქორწილის დაახლოებით 500 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდება

პრინც ჰარის და მსახიობ მეგან მარკლის ქორწილის ქვეყნის ეკონომიკას 500 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება.

თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ რომ, ხარჯების გარდა, იქნება სოლიდური მოგებაც. ყველაზე მეტ შემოსავალს, 200 მილიონ გირვანქას ტურიზმიდან ელიან.

მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე იყიდება სუვენირებიც წყვილის ფოტოებით, რომელშიც ვარაუდობენ, რომ ტურისტებიც და მოსახლეობაც 50 მილიონ გირვანქამდე დახარჯავს.

პრინცი ჰარისა და მსახიობ მეგან მარკლის ქორწილი უინძორის სასახლეში 19 მაისს გაიმართება.