ბილ და ჰილარი კლინტონების საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნიუ-იორკის შტატში, ამერიკის შეერტებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის სახლში ხანძარი გაჩნდა. 

ცეცხლი კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე პატარა კოტეჯის საძინებელში გაჩნდა, შემდეგ კი, სახურავს მოედო. 

ადგილზე სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც ხანძარი მალევე ჩააქრო.აღსანიშნავია, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ბილ და ჰილარი კლინტონები ხანძრის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.