დღეს იაპონური ანიმეს ლეგენდის ჰაიაო მიაძაკის დაბადების დღეა

დღეს იაპონური ანიმეს ლეგენდის ჰაიაო მიაძაკის დაბადების დღეა. მიაძაკი 1941 წელს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დაიბადა. მიაძაკის ანიმესთან პირველი შეხება 1958 წელს ქონდა, როცა  ტოიტამას უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა და პირველად ნახა იაპონური ანიმაცია  –ლეგენდა თეთრ გველზე /  Hakujaden . ახლგაზრდა ჰაიაო ძალიან დაინტერესდა იაპონური ანიმაციით და თავად შეუდგა ფიგურების ხატვას და ანიმატორობას.

1978 წელს  მიაძაკიმ თავის ნიჭი გამოცადა მთავარ რეჟისორის დარგშიც , თავად დაწერა სცენარი ფილმზე და თავადვე გადაიღო ანიმე :  კონანი – ბიჭუნა მომავლიდან  / Mirai shônen Konan (1978) , ალექსანდე კეას – გასაოცარი გარღვევა /The Incredible Tide მოთხრობის მოტივებზე , სადაც მიაძაკიმ მხოლოდ სამყაროს აღწერილობა გადაიღო ,  ხოლო სიუჟეტი მთლიანად შეცვალა. შემდეგ, 1979 წელს  დაიწყო პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე კალიოსტროს სასახლე / Kariosutoro no shiro (1979) – ზე მუშაობა 

კომპანია Animage – მ მიაძაკის შესთავაზა გადაეღო ცნობილი წიგნის ეკრანიზაცია – ნაუსიკა ქარების მდელოდან /Kaze no tani no Naushika , მიაძაკიმ შემოთავაზება დიდი სიხარულით  მიიღო.  ანიმეს დიდი წარმატება ერგო და  მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცა ანიმეს ისტორიაში.  ეს იყო პირველი ფილმი, რომლის სცენარიც და რეჟისურაც მიაძაკის ეკუთვნოდა.
ანიმემ დიდი გარდატეხა მოახდინა იაპონიაში ,  ფილმში გამოყენებული მუსიკა კი ცალკე ტირაჟით გაიყიდა.  ამ ფილმის წარმატების შემდეგ ჰაიაომ   1985 წელს, ტაკაჰატასთან ერთად ჩამოაყალიბა სტუდია Studio Ghibli.  მისი ყველა შემდგომი ფილმი ამ კომპანიის მეშვეობით გამოვიდა.
მიაძაკის შემდეგი სამი ფილმი ასევე იქცა მის საფირმო ნიშნად. პირველი იყო – ლაპუტა : საჰაერო ციხე  /Tenkû no shiro Rapyuta (1986) , ისტორია ორ მოზარდზე, რომელიც ეძებს მფრინავ კუნძულს. შემდეგი იყო –  ჩემი მეზობელი ტოტორო / Tonari no Totoro (1988) – ჯადოსნური ისტორია ორ დაზე , რომელიც ტყის მაცხოვრებლებს დაუმეგობრდება. მესამე, კიკის საფოსტი სერვისი / Majo no takkyûbin –  ეიკო კადონოს ნაწარმოების ეკრანიზაცია, გოგონაზე, რომელიც ქალაქში მიემგზავრება და სურს ალქაჯის ხელოვნების დაუფლება, მაყურებელმა არანაკლებ დიდი ინტერესით მიიღო. 

შემდეგი ანიმე პორკო როსო /Porco Rosso (1992) – საინტერესო იყო იმით, რომ მთავარი გმირი აბსოლუტურად განსხვავდებოდა ყველა წინა ფილმის გმირისგან. ეს იყო ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც ანტი-მუსოლინისტური რეჟიმის წარმომადგენელს უფრო ჰგავდა. იგი, ღორად ქცეული, ცხოვრობს 1920-იანი წლების იტალიაში და ებრძვის მფრინავ მეკობრეებს.

1997 წელს გამოვიდა მნიშვნელოვანი ნამუშევარი პრინცესა მონონოკე / Mononoke-hime (1997).  ამ ფილმით მიაძაკიმ კვლავ წამოწია ეკოლოგიის, ადამიანის ბუნებასთან შეჯიბრის თემა, რაც უკვე ჟღერდა ფილმში “ნაუსიკაა ქარების მდელოდან”.  ამ ფილმში ცხოველების სულები ებრძვიან ადამიანებს, რომლებიც ტყის გასანადგურებლად იყენებენ ინდუსტრიის უკანასკნელ მიღწევებს. იაპონიაში ფილმს დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად და ფილმამდე ტიტანიკი (1997 წლის ფილმი) იგი იაპონიაში იყო ყველა დროის ყველაზე წარმატებული კინონამუშევარი.

მიაძაკიმ დროებით დატოვა სტუდია. მცირე პაუზის პერიოდში მან მოიგონა ისტორია გოგონაზე, რომელიც სულების ქალაქში მოხვდება. ეს იქცა აჩრდილწაღებული / Sen to Chihiro no kamikakushi  (2001) ანიმეს იდეად, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვოდა ჰაიაოს მეგობრის შვილებს – სწორედ მათი გავლენით შეიქმნა ეს ისტორია. ფილმი გამოვიდა 2001 წელს და იქცა ნამდვილ სენსაციად – როგორც კომერციული წარმატების, ასევე მხატვრული ღირებულების მხრივ. მან მიიღო რამდენიმე ცნობილი პრიზი, მათ შორის – 2002 წლის ოსკარი  საუკეთესო ანიმაციური ფილმისათვის.

2004 წლის ივლისში დასრულდა მუშაობა ფილმზე ჰაულის მოსიარულე  ციხე / Hauru no ugoku shiro (2004), რომელიც გადაღებულია დაიანა უინ ჯონსის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. ფილმის პრემიერა შედგა 2004 წლის ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში და ფილმს მოუტანა ოქროს ოსელას ჯილდო, ანიმაციის ტექნოლოგიის მხრივ. იმავე წლის 4 ნოემბერს შედგა მისი პრემიერა ფართო მაყურებლისათვის და პირველი ორი დღის განმავლობაში ფილმმა მიაძაკის სტუდიას 1.4 ბილიონი იენა მოუტანა. უფრო მოგვიანებით, აშშ-ში  უოლტ დისნეის კომპანიის პროდიუსერობით გამოვიდა ფილმის ინგლისურენოვანი ვერსია.
2005 წელს ვენეციის კინოფესტივალის ცერემონიაზე მიაძაკიმ მიიღო სპეციალური პრიზი, ანიმაციაში წვლილის შეტანისათვის. 
2006 წელს  ცნობილი გახდა, რომ ჰაიაო ახალ ფილმზე მუშაობს და მასში გამოყენებული იქნება მისთვის უჩვეულო ვიზუალური მეთოდები.  2007 წელს გამოცხადდა, რომ ეს იქნება – პონიო /  Ponyo.  დაფუძნებული ჰანს კრისტიან ანდერსენისა  და იაპონური ხალხური თქმულებების მოტივებზე.

თუ ანიმე არ გიყვართ ან უბრალოდ ვერ უდებთ გულს , ან  თვლით რომ თქვენი ასაკისთვის შეუფერებელია , ან არ გხიბლავთ ანიმეს დიდი თვალები და მარტივი ანიმაცია  , მაინც  თვალი შეავლეთ მიაძაკის შედევრებს. შესაძლოა თქვენ სხვა სამყარო აღმოაჩინოთ იაპონურ ანიმაციაში.  ჰაიაოს ნამუშევრები გამოირჩევა საინტერესო სიუჟეტით , ორიგინალური ხედვით , უჩვეულო გმირებით და დაუვიწყარი ვიზუალური ეფექტებით. მისი ყველა ანიმე შედევრია.