სიყვარულის ტრაგიკული ისტორია– ქალი ქორწილიდან 18 საათში გარდაიცვალა

ქალის ამბავმა, რომელიც დაქორწინებიდან 18 საათის შემდეგ გარდაიცვალა, მთელი მსოფლიო შეძრა. ისტორია independent - მა გაავრცელა.

ამერიკელი ჰითერ მოშერი დევიდ მოშერზე შობამდე რამდენიმე დღით ადრე დაქორწინდა. საზეიმო ცერემონიალის ფოტოები მისმა მეჯვარემ, ქრისტინა კარასმა "ფეისბუქზე" განათავსა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ადამიანმა გააზიარა. 

წყვილმა ერთმანეთი 2015 წელს გაიცნეს და მას შემდეგ ერთად იყვნენ. 2016 წლის 23 დეკემბერს დევიდმა ხელის თხოვნა გადაწყვიტა,  თუმცა სწორედ ამ დღეს ჰითერს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს. 

"არ იცოდა, რომ იმ ღამეს მისთვის ხელი უნდა მეთხოვა, თუმცა საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ჰითერს უნდა სცოდნოდა, მარტო არ დარჩებოდა მძიმე გზაზე," - ამბობს დევიდი.

წყვილმა დაქორწინება იმავე ღამეს გადაწყვიტა. ხუთი დღის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ ჰითერის სიმსივნის აგრესიული ფორმა ჰქონდა.

2017 წლის სექტემბერში ექიმებმა უთხრეს, რომ მეტასტაზებმა ტვინამდე მიაღწია, 2 თვის შემდეგ კი ჰითერი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. 

"ის ძალიან ძლიერი იყო, მის ადგილზე ყველა სხვა დანებდებოდა," - აღნიშნავს დევიდი. 

ქორწილი 30 დეკემბრისთვის დაგეგმეს, თუმცა ჰითერის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. წყვილმა გადაწყვიტა, რამდენიმე დღით ადრე დაქორწინებულიყო. 

ქორწილი 22 დეკემბერს შედგა, ცერემონიალს მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. 
ქორწილიდან 18 საათის შემდეგ, 23 დეკემბერს ჰითერი გარდაიცვალა. ჰითერი 30 დეკემბერს დაკრძალეს - სწორედ იმ დღეს, როდესაც მათი ქორწილი იყო დაგეგმილი.