აუქციონზე დევიდ ბოუის ავტომობილი რეკორდულ ფასად გაიყიდა

ბრიტანელი მუსიკოსის დევიდ ბოუის ავტომობილი, Volvo 262C შვეიცარიაში რეკორდულ ფასად გაიყიდა, - ამის შესახებ The Local  იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ბოუის კუთვნილი ავტომობილი 216 ათას დოლარად გაიყიდა, თუმცა აუქციონზე მისი პირველადი საფასური 65-75 ათას დოლარს შეადგენდა. 

Volvo 262C 1981 წელს გამოუშვეს და ის ამ მოდელის ბოლო ავტომობილი იყო. მუსიკოსი ავტომობილით 1998 წლამდე სარგებლობდა. ამ დროის განმავლობაში ავტომობილის გარბენმა სულ რაღაც 53 ათას კილომეტრს მიაღწია. 

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბოუი 2016 წლის იანვარში 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის კიბო იყო. არიერის განმავლობაში მუსიკოსმა 136 მილიონ ჩანაწერზე მეტი გაყიდა და ბრიტანეთის ყველაზე წარმატებული მუსიკოსების ათეულში შევიდა.