ალილო-საშობაო ტრადიცია საქართველოში

საშობაო მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.

ალილოს მონაწილეებმა და სასულიერო პირებმა ტაძარში მაცხოვრის შობის ხატი შეაბრძანეს.

მსვლელობა დღეს ვარდების მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყო. მასში მონაწილეობა საპატრიარქოს წარმომადგენლება, სტიქაროსნებმა და მრევლმა მიიღეს. ალილოს მონაწილეებს გზადაგზა ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებოდნენ და მათ ტკბილეულობასა და სხვადასხვა საჩუქრებს გადასცემდნენ.

შეგახსენებთ, საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა საქართველოში 2000 წლიდან აღდგა. ეს არის დღე, როდესაც ღამისთევის შემდეგ მგალობლები დადიან ქუჩებში და მოსახლეობას ულოცავენ ქრისტეშობას. მსვლელობის დროს მახარობლები აგროვებენ იმ შემოწირულობას, რასაც ხალხი გადასცემს მათ და ეს შემოწირულობა ურიგდებათ გაჭირვებულ ადამიანებს, მიუსაფარ ბავშვებს და ასევე პატიმრებს.