დაპირისპირება რესტორანში-პოლიციელი ყბა სახის ტრავმით საავადმყოფოში მოათავსეს

გორის ერთ-ერთ რესტორანში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და მოქალაქე ერთმანეთს  ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი საავადმყოფოში  ყბა სახის ტრავმით მიიყვანეს.  მოგვიანებით მას ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება ცეკვის დროს მოხდა.

ფაქტზე  გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.