რუსთავში კორპუსის სადარბაზოში ჩვილი იპოვეს

რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ჩვილი იპოვეს.

ის პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.