„საკამათო არ არის რა არის დედისთვის შვილის ჯანმრთელობა“ - მსახიობი გიორგი მახარაძე თურქეთიდან დაბრუნდა

მსახიობი გიორგი მახარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოკვლევების ჩასატარებლად თურქეთში გაემზაგვრა, სამშობლოში დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის დედა თეონა ჩივაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ჩივაძე თანადგომისთვის მოქალაქეებს მადლობას უხდის:

"ჩემო კეთილო და საყვარელო ადამიანებო, ჩვენ უკვე თბილისში ვართ. თქვენი ძალისხმევითა და გვერდში დგომით მე იმედით სავსე მაინც ვერ ვახერხებ ის უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ, რასაც თქვენ იმსახურებთ. საკამათო არ არის რა არის დედისთვის შვილის ჯანმრთელობა. თქვენ კი შეძელით ჩემთვის ის გაგეკეთებინათ, რასაც მე მარტო ვერ შევძლებდი. მინდა გადავუხადო მადლობა ქართველ ექიმებს, რომლებიც ოპერაციისა და დიაგნოზის დასმის შემდეგ მაიმედებდნენ, რომ ეს არ იყო დაუძლეველი დიაგნოზი, რომ ჩვენ შევძლებდით მის დამარცხებას. ამ იმედით გამოგვიშვეს თურქეთიდანაც. მე მადლობას გიხდით თანადგომისა და მხადაჭერისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას: ქართველ და თურქ ექიმებს, გიორგის მეგობრებს, კეთილ ადამიანებს და ადამიანთა იმ ჯგუფებს, რომლებიც გიორგის გადასარჩენად გაერთიანდნენ და ჩვენი იმედითა და უკეთესის მოლოდინით აგვავსეს. მადლობა, რომ მაძლიერებთ და ასეთი დიდი სიყვარულით დაგვაჯილდოვეთ: მე, გიორგის დედა თეო ჩივაძე და, რა თქმა უნდა, გიორგი მახარაძე. არ დავიღლები თქვენთვის კეთილი სიტყვებისა და სურვილების გამოგზავნით. მ ა დ ლ ო ბ ა", - წერს თეონა ჩივაძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მახარაძეს ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

გიორგი მახარაძის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ "თიბისი" ბანკის ანგარიშზე: GE16TB7747845061100065
მიმღები: თეონა ჩივაძე (დედა)