ექიმი: თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ახალგაზრდის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.

აღნიშნულის შესახებ   მაჩალიკაშვილის ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა  განაცხადა.

„მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, არ ყოფილა რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები  გასული დღე-ღამის  განმავლობაში. გრძლდება მონიტორინგი და მკურნალობა, შესაბამისი სქემის მიხედვით“,-განაცხადა ექიმმა.  

რაც შეეხება, საზღვარგარეთ მკურნალობას და მის ტრანსპორტირებას,

ექიმის თქმით, არც ამ მიმართულებით არის სიახლე.

„თუმცა ველოდებით ნებისმიერ  დროს რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიმე კლინიკიდან. ჯერჯერობით არავინ შემოგვხმიანებია“,-დასძინა ექიმმა.