Game of Thrones-ის შემდეგ, ჯორჯ მარტინის კიდევ ერთი წიგნის ეკრანიზაცია მოხდება

"ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" (Game of Thrones) ავტორის ჯორჯ მარტინის კიდევ ერთ ნაწარმოებზე სერიალს გადაიღებენ, - ამის შესახებ Syfy იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ნოველა სახელწოდებით "ღამის მფრინავები" (Nightflyers), Game of Thrones-ის საგამდე 16 წლით ადრე, 1980 წელს შეიქმნა. სწორედ აღნიშნული წიგნის მიხედვით გადაირებენ ახალ სერიალს.

მედიის ცნობით, სერიალში 10 ეპიზოდი იქნება. სერიალის პირველი სერიის რეჟისორი, მაიკ კეჰილი იქნება, რომლებიც  "I Origins" და "The Magicians"-ზე მუშაობდა.

 წიგნის ადაპტაციაზე ჯეფ ბულერი იმუშავებს. გამოცემა წერს, რომ თავად მარტინი პროექტში არ ჩაერთვება, რადგან ტელეკომპანია HBO-სთან დადებული აქვს კონტრაქტი "სამეფო კარის თამაშებზე", რის მიხედვითაც მწერალმა თავისი საგა უნდა დაასრულოს. 

ოფიციალური პრესრელიზის თანახმად: მოვლენები დედამიწის განადგურების შემდეგ მომავალში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში მეცნიერების 8-კაციანი გუნდი და ტელეპატი არიან. ისინი უცხოპლანეტელებთან კავშირის დამყარებას ცდილობენ. ექსპედიციის დროს, რომელსაც ისინი ხომალდით (Nightflyer) ახორციელებენ, გუნდის წევრებს შორის სიტუაცია იძაბება და სიცოცხლისთვის ბრძოლა უფრო რთული ხდება.