
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამუშაო გრაფიკი შეიცვალა., - ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი Axios იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ტრამპი სამუშაო დღეს უფრო გვიან იწყებს, ვიდრე პრეზიდენტობის პირველ თვეებში. პორტალის წყაროს თქმით, ის დიდ დროს ტელევიზორთან ატარებს.
"ოფიციალურად სამუშაო დღეს ტრამპი დილის 11:00 საათიდან იწყებს. ამ დროს ის ბრიფინგს მართავს, სადაც დაზვერვის საკითხებზე საუბრობს. მანამდე, დილის 8:00 საათიდან ოვალურ კაბინეტში ადმინისტრაციულ საკითხებს აგვარებს. კერძოდ, ირკვევა, რომ ამ დროს ტრამპი ტელევიზორს უყურებს, ტელეფონზე ლაპარაკობს და Twittter-ზე პოსტებს წერს. ტრამპი ოვალურ კაბინეტში 18:00 საათამდე იმყოფება. ამ დროს ის ერთ ან ორ შეხვედრას მართავს, რამდენიმე სატელეფონო საუბარს ახორციელებს ან საინფორმაციო გამოშვებებს უყურებს. ამის შემდეგ ის მუშაობას ასრულებს", - წერს გამოცემა.
ამასთან, Axios ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დილის ბრიფინგი ადრე უფრო ადრე იწყებოდა და 10:30-ზე უკვე მთავრდებოდა. პრეზიდენტი მუშაობას იწყებდა უფრო ადრე და ოვალურ კაბინეტს უფრო გვიან ტოვებდა.
ტრამპის პრესმდივანმა სარა სანდერსმა გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა, რომ "დილით პრეზიდენტი დროს ატარებს როგორც რეზიდენციაში, ასევე ოვალურ კაბინეტში. ამ დროს, ის მუდმივად უკავშირდება ტელეფონით თანამშრომლებს, მინისტრებს და სხვა ქვეყნის ლიდერებს", - აცხადებს სანდერსი.
ცნობისთვის, აშშ-ის 43-ე პრეზიდენტი უმცროსი ჯორჯ ბუში სამუშაო კაბინეტში 06:45 საათზე შედიოდა, მისი შემცვლელი ბარაკ ობამა კი სამუშაო დღეს დილის 9 საათზე იწყებდა.


აქცია წინასწარი დაკავების იზოლატორთან სადაც სააკაშვილი გადაიყვანეს


როგორ იცვლებოდა ვარცხნილობა აშშ-ში 100 წლის განმავლობაში
ქართველი ტანმოვარჯიშეს, სალომე ფაჟავას ბრწყინვალე გამოსვლა
რიკი მარტინმა და მისმა მეუღლემ ჟურნალისტებს სახლი დაათვალიერებინეს
500 მეტრის სიმაღლიდან დანახული ახალი წლის თბილისი
პოეტ რატიანის დაკავების კადრები
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |