სადარბაზოში ნაპოვნ ჩვილს ექიმებმა მათე დაარქვეს

რუსთავში, ერთ-ერთინ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ნაპოვნ ჩვილს ექიმებმა მათე დაარქვეს.

ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჩვილი სადარბაზოში 8 წლის გოგონამ იპოვა, რომელიც კართან საშობაო საჩუქარს ელოდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.