პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე წარადგინა.

ამის შესახებ  მარგველაშვილმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

პრეზიდენტმა დოლიძეს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„მე მას ვუსურვებ წარმატებას  უაღრესად მნიშვნელოვან  და ამავე დროს  რთულ საქმეში.

უზრუნველყოს უფრო მაღალი  ხარისხის მართლმსაჯულების სისტემის აღმშენებლობა და გაძლიერება საქართველოში“,-განაცხადა მარგველაშვილმა.