Apple-ს ძველი სმარტფონების მუშაობის წინასწარ განზრახულ შეფერხებაში ადანაშაულებენ

საფრანგეთის პროკურატურამ კომპანია Apple-ის წინააღმდეგ გამოძიება iPhone-ის მუშაობის შეფერხების გამო დაიწყო, - ამის შესახებ France Press იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება კომპანიას ძველი სმარტფონების მუშაობის წინასწარ დაგეგმილ და განზრახულ შეფერხებაში ადანაშაულებს.

გამოძიება საფრანგეთის ანტომონოპოლიურმა სამსახურმა პარასკევს დაიწყო.

Apple-ის წინაღმდეგ სარჩელი ასოციაცია Halte à l'obsolescence programmée-მა შეიტანა, რომლის აქტივისტებიც ამბობენ, რომ კომპანია iPhone-ის ექსპლუატაციის ვადებს სპეციალურად ამცირებს, რათა ახალი მოდელებით შეცვლა დააჩქაროს.

ცნობისთვის, Apple-ი iPhone-ის მუშაობის შეფერხებაში 2017 წლის დეკემბერში ამხილეს. მოგვიანებით, კორპორაციამ აღიარა, რომ მართლა ძველი აკუმულატორების სმარტფონების მუშაობის ხანგრძლივობას მართლა შეაფერხა. კომპანიის წინააღმდეგ უკვე შევიდა სასმართლოში რამდენიმე კოლექტიური სარჩელი, კეძროდ ამერიკიდან, კანადიდად და ისრაელიდან.