სასამართლომ სოფო კილაძის წინააღმდეგ მისივე კომიტეტის თანამშრომელის სარჩელი არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სასამართლომ დეპუტატ სოფო კილაძის წინააღმდეგ მისივე კომიტეტის თანამშრომელის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ელგა ფოლადაშვილი მას დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა. კერძოდ, ფოლადაშვილის თქმით, სოფო კილაძემ მას სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა იმ მიზეზით, რომ იურისტი არ იყო და ვერ გააკეთებდა იმ საქმეს, რასაც დაავალებდა.

ფოლადიშვილის განცხადებით, იმ კრიტერიუმებში, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წამყვან სპეციალისტად  მისი სამსახურში აყვანა მოხდა, იურიდიული განათლება მოცემული არ ყოფილა.

მისივე მტკიცებით, სოფო კილაძე კომიტეტს საკუთარი კადრებით აკომპლექტებს. თავად სოფო კილაძეს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

კილაძის ადვოკატის განცხადებით კი, ელგა ფოლადიშვილი საქმიანობას სრულყოფილად ვერ ასრულებდა  და შენიშვნებს იღებდა.