BBC-ის ცნობით დონალდ ტრამპს ჰიმნის ტექსტი დაავიწყდა

გაჩნდა ეჭვი, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის ჰიმნი არ იცის. BBC News-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს რომ ტრამპი ჰიმნის სტროფებს ვერ მიყვება და გაუგებარ სიტყვებს იძახის.

ვიდეო ატლანტაში საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩზეა გადაღებული.

ატლანტაში გამგზავრებამდე ტრამპმა Twitter-ზე დაწერა: „ჩვენ გვინდა რომ ჩვენს დროშას და ჰიმნს პატივს სცემდნენ“.