ფინეთში სერიალ „ სამეფო კარის თამაშების“ ინსპირაციით სასტუმრო ააშენეს

ფინეთში, ყინულზე მომუშავე მოქანდაკეებმა სერიალ  „ სამეფო კარის თამაშების“  ინსპირაციით სასტუმრო ააშენეს.

ყინულის სასტუმროში სერიალის მიხედვით შექმნილი ინტერიერი დაგხვდებათ. 
სასტუმრო ჰელსინკიდან 90 წუთის სავალზე აშენდა და ჯამში 24 სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს. მათ შორის 10 ოთახი სასტუმრო ნომერია.  ტემპერატურა -5 გრადუსია. 

ტურისტებს ნომრებში თერმული საძილე ტომრები დახვდებათ, დილით კი კენკრის ჩაით გაუმასპინძლდებიან. 
ასევე, სასრუმროში კინოთეატრი, ბარი და სამლოცველოც არის. 

ყინულის სასტუმროში შესვლის ფასი 18 დოლარია, 30-კაციანი ჯგუფისთვის კი ექსკურსია გიდის მომსახურებით დაახლოებით 78 დოლარი ღირს.