ზვიად კუპრავა თავდასხმას საკუთარ საქმიანობას უკავშირებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას ღამით საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში თავს დაესხნენ.   მას დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაშავდა მასთან  ერთად მყოფი  მეუღლეც.

კუპრავა მომხდარს ორგანიზაციის  საქმიანობას, კერძოდ კი დაცვის პოლიციაში 28 მილიონი ლარის  გარღვევის საკითხზე მუშაობას უკავშირებს.