გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ზვიად კუპრავას მეზობელთან ჰქონდა კონფლიქტი

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პირველადი ინფორმაციით,  „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას მეზობელთან ჰქონდა კონფლიქტი.

მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ დღეს, გამთენიისას, ზვიად კუპრავამ  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახა.

„ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კუპრავამ აცნობა, რომ მეზობელმა - გ.დ.-მ   მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, აღნიშნულმა პირმა ავტომანქანა დაუზიანა. საპატრულო პოლიციის და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებს ზვიად კუპრავამ თავდაპირველად დახმარებაზე უარი განუცხადა. მან, ასევე, გამოიძახა სასწრაფო დახმარება. თავიდან პირველად დახმარებაზეც უარი თქვა, თუმცა შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გაჰყვა“,-ნათქვანია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მედიასთან საუბარში კი ზვიად კვიპრაძემ მასზე მომხდარი თავდასხმა ორგანიზაციის სამიანობას, კერძოდ კი, დაცვის პოლიციაში 28 მილიონი ლარის  გარღვევის საკითხზე მუშაობას დაუკავშირა.