ინგლისის ერთ-ერთ სკოლაში გოგოებისთვის სქესის აღმნიშვნელი სახელით მიმართვა აიკრძალა

ინგლისის ქალაქ ოლტრინჰემში, გრამატიკის სკოლის მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის "გოგოს" დაძახება ეკრძალებათ. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. 

გადაწყვეტილების მიზეზი ტრანსგენდერი მოსწავლეების უფლებების დაცვა და მათზე ზრუნვაა.

მშობლებისთვის გაგზავნილ წერილში დირექტორმა სტეფანი ჯილმა დაწერა, რომ სკოლა გამოეხმაურა იმ პრობლემას, რომელიც ახალგაზრდების გენდერულ იდენტობის გაურკვევლობას ეხება.

თუმცა,  ადგილობრივმა მოსახლეობამ სკოლის ინიციატივა გააკრიტიკა.

 "როდესაც გავხსენი წერილი, დარწმუნებული არ ვიყავი ხუმრობა იყო თუ სიმართლე. მგონი ეს ყველაფერი არანორმალურია", - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.